ზურაბ აბაშიძე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე: რომ მივედით დიღმის მთავარ სამმართველოსთან, ვერ წარმოიდგენთ რა რაოდენობის პოლიციელები იყვნენ, მათი ძირითადი ნაწილი იდენტიფიცირებულიც არ იყო- სამივე მხრიდან შემოვარდნენ და პირდაპირ დაიწყეს ცემა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე

ზურაბ აბაშიძე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე: რომ მივედით დიღმის მთავარ სამმართველოსთან, ვერ წარმოიდგენთ რა რაოდენობის პოლიციელები იყვნენ, მათი ძირითადი ნაწილი იდენტიფიცირებულიც არ იყო- სამივე მხრიდან შემოვარდნენ და პირდაპირ დაიწყეს ცემა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე
ზურაბ აბაშიძე იხსენებს, დიღმის მთავარ სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტს, სადაც ასამდე მშვიდობიან ადამიანს უამრავი პოლიციელი და ე.წ ზონდერ ჯგუფი დაესხათ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ.
„რომ მივედით დიღმის მთავარ სამმართველოსთან, ვერ წარმოიდგენთ რა რაოდენობის პოლიციელები იყვნენ, ძირითადი ნაწილი იდენტიფიცირებული არ იყო, რომ პოლიციელი იყო უბრალოდ ნიღბები, შეიარაღებულები ხელკეტებით ნავარჯიშები ადამიანები. ზოგს ეწერა „პოლიცია“, მაგრამ ბევრნი იყვნენ არა პოლიციის ფორმაში ე.წ ზონდერ ბრიგადები მონაწილეობდნენ, როგორც ჩანს. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამას ამზადებდნენ. ისეთ ადგილას ვიყავით – ხუფია, გასავლელ-შემოსასვლელს ჩაკეტავ, სასამართლოს მხრიდანაც ამოვიდნენ დიდი რაოდენობით და ქვემოდანაც ამოვიდნენ, სამივე მხრიდან შემოცვივდნენ და პირდაპირ დაიწყეს ცემა. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რომ თქვენ უკანონობას ჩადიხართ, კეტავთ სავალ ნაწილს გზისას, ან დაიშალეთ ახლა გადით აქედან“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
Next: ზურაბ აბაშიძე “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს ოპოზიციის აქციებზე: თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, თავში აზრად არავის მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის, პარლამენტი – ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია