“ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს” | ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

“ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს” | ხაბეიშვილი ს შეწყალებაზე
“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტ სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, ამიტომ თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება მივესალმები. ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა , მიუხედავად ამისა ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ მანაც, არა პირადი შეხედულებით არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში.“
განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.