,, ზურაბიშვილს უნდოდა ყველა დემოკრატიული პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხა” – გია ბარამიძე

ნაცმოძრაობის წევრი, გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,დიდი ვნებათაღელვაა, ს ახალ პლატფორმაზე ენმ-ს რა პოზიცია აქვს?
ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა.
დრომ კარგად დაგვანახა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდოდა ყველა დემოკრატიული პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხა, რადგან ამისათვის სწორი ნაბიჯები არ ან ვერ გადადგა.
როცა გინდა იყო ადამიანების (ან პოლიტიკური ძალების) ლიდერი, აუცილებელი პირობაა, იყო ჯერ (პირველ რიგში) ამ ადამიანების თანამებრძოლი. თანამებრძოლობა გულისხმობს ერთმანეთის პატივისცემას.
ყველამ დავინახეთ, რომ ქალბატონმა სალომემ ენმ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ჩვენი გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია. მეტიც ენმ დამფუძნებელი და უალტერნატივო ლიდერი და საქართველოს მე-3 პრეზიდენტი პოლიტიკურ პატიმრადაც კი არასდროს მოუხსენებია. არაფერს ვამბობ, რომ თავის დროზე, ქალბატონ პრეზიდენტს შეეძლო გამოეყენებია მის ხელში (კომპეტენციაში) არსებული ბერკეტი და იგი პუტინის მძევლობიდან გაეთავისუფლებია – გამოეყენებდა რა შეწყალების მექანიზმს.
ეს მაინც რომ გაეკეთებინა, ივანიშვილის მონა მოსამართლე ვერ გამოიყენებდა სასჯელების შეკრებითობის პრინციპს და მიშას 12.5 წელს ვერ მიუსჯიდა.
ამიტომ საუბარი, რომ “მერე რა რომ არ შეიწყალა” აზრსმოკლებულია.
ამის მიუხედავად, ჩვენი ემოციები თუ უთანხმოება გადავდეთ უკანა პლანზე და ქალბატონი ზურაბიშვილის პლატფორმის ყველა შეხვედრას თუ კონსულტაციაში მივიღეთ მონაწილეობა.
უდაოა ქალბატონ ზურაბიშვილს ყავს მისი მხარდამჭერები და მიმდევრები.
იგი, მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში, მისი პარტიის შექმნაზეც საუბრობდა.
ჩვენ პატივს ვცემთ მის მომხრეებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც მიაჩნია, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მათი ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი.
ისევე როგორც ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანს, თუ პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ოდნავ მაინც, რეალურად, რამეს გააკეთებს, რუსული, მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის დასამარცხებლად.
ამიტომ ჩვენ ამ პატივისცემისა და ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ვითანამშრომლებთ ყველა ამგვარ პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან.
ასევე ერთგული ვრჩებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი “ქართული ქარტიის” პრინციპებისა.
ამავდროულად ყველას მინდა გავახსენო, რომ რეჟიმთან ბრძოლის კუთხით, ჩვენი ხედვა და მიზნები, დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა და გააჟღერა მიხეილ სააკაშვილმა.
ჩვენი მიზანია ყველა დემოკრატიული, პატრიოტული ძალის ერთიანობა.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ბრძოლით გაცილებით მეტს და სწრაფად მივაღწევთ.
ერთიანობას ითხოვს ჩვენი საზოგადოებაც.
ერთიანობა რომ ჩვენი ბრძოლის მთავარი გზა არის, ამის გამო (გაგახსენებთ) ენმ-ს ოფიციალური, იურიდიული სახელიც კი შევუცვალეთ და მას ახლა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ქვია.
სამწუხაროდ არც არჩევნებამდე და ვერც მის შემდეგ, დღემდე, ძირითადი პოლიტიკური პარტიების ერთიანობა ვერ მოხერხდა.
ვერ შეძლო ეს ვერც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესმა.
უფო მეტიც, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ახლახან განაცხადა, რომ თურმე “ერთიანობის იდეა შემოგდებულიაო”.
ცხადია ასეთი დამოკიდებულებით, იგი ოპოზიციის ერთიანობაზე არც და ვერც იმუშავებდა. შედეგიც სახეზეა.
დაიკარგა ძალიან დიდი და ძვირფასი დრო.
ქართველი ხალხის პროტესტს სანუკვარი შედეგი ჯერ არ მოუტანია. ჩვენი საზოგადოება გაწბილებულია და სამართლიანად საყვედურობს ყველა ოპოზიციურ პარტიასა თუ ლიდერს.
მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ჩვენი საზოგადოების ძალისხმევას მნიშვნელობა არ ქონდა და გარკვეული შედეგები არ მოუტანია.
სწორედ ხალხის პროტესტის დამსახურაბაა, რომ ივანიშვილის მოღალატეთა ბანდა მსოფლიოში ნორმალურმა, არავინ აღიარა, მის ე.წ. პარლამენტში არავინ შევიდა, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა რეჟიმს სანქციები დაუწესეს და სხვა.
ასე რომ არც უიმედობას უნდა მივეცეთ, არც ის ვთქვათ რომ არაფერი გამოვა, ან ბრძოლას აზრი არ აქვს.
აქვს და შედეგი აუცილებლად მოვა და საერთო გამარჯვებას, მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ.
ყველა დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად ენმ გააგრძელებს საქართველოს გადასარჩენისთვის ბრძოლას. ასევე ჩვენი გუნდი, ქვეყნის ყველა ჯანსაღ, პატრიოტულ ძალასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.
ამავდროულად მოღალატეთა რეჟიმის მხრიდან, ენმ დევნისა და გაუქმების მცდელობის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ პარტიის რეფორმირებასა და გაძლიერებას.
ენმ არის იდეა.
ენმ არის ჩვენი ხალხი, ვინც ამ იდეის გარშემო მიშამ გააერთიანა.
ენმ იდეა არის გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფოს აშენება. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.
არა მოღალატე კრიმინალთა რეჟიმს!
თავისუფლება მიშას და ივანიშვილის ბანდის ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმარს!
დიდება საქართველოს!”