აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა “RIA-თან” განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს “არ აქვს რაიმე სიმპათია აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ.” მისი თქმით, მას უბრალოდ სურს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში “სიტუაცია გაუარესდეს.”
“ძალიან მეეჭვება, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე სიმპათია ჰქონდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან აფხაზური ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს პრინციპით – “რაც უარესი, მით უკეთესი.” ამიტომაც გვილოცავს. მას არ აინტერესებს აფხაზური სახელმწიფოს არსებობა. ეს ცხადი და გასაგებია. მე სწორედ ასე მესმის მისი მილოცვა,” – განაცხადა ბჟანიამ ზურაბიშვილის მიერ გამოხატული სოლიდარობის განცხადების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“
„მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დაგვმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი, და რაც პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას ამ მთავრობის „დათმომების“ – თითქოს, მათით შეიძლება რუსეთს შეაცვლევინო პოლიტიკა. ამით მხოლოდ ააჩქარებინებ“, – უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
ზურაბიშვილმა ასევე სოლიდარობა გამოხატა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგება.