ზურაბიშვილს “ვეტოთი შემოქმედი” დავარქვით, დაგინებული აქვს, რომ მოსწონს თუ არა, ვეტო უნდა დაადოს – ირაკლი ზარქუა

“ოცნების” მორიგი იერიში სალომე ზურაბიშვილზე – უმრავლესობის წარმომადგენელი, პრეზიდენტს “ვეტოთი შემოქმედს” უწოდებს და აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს ზურაბიშვილმა ვეტო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადო.
ზარქუა ამბობს, რომ პრეზიდენტს ფუნქცია აქვს დაკარგული და მის მცდელობებს, შეუშალოს ხელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მმართველი გუნდი წარმატებით გადალახავს.
ბუნებრივია, ჩვენ ველოდით, რომ ქალბატონი სალომე კვალდაკვალ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დაადებდა ვეტოს ამას. „ვეტოთი შემოქმედი“ დავარქვით ჩვენ სალომე ზურაბიშვილს. იმიტომ, რომ მას სხვა ფუნქცია არ აქვს. მოსწონს, არ მოსწონს, არგუმენტი აქვს თუ არ აქვს, მაინც ვეტო უნდა დაადოს – დაგინებული აქვს, მგონი. ჰოდა, ამას აკეთებს, უსაფუძვლოდ. ბუნებრივია, უმრავლესობა შეიკრიბება და გადავლახავთ ამ ვეტოს მორიგ ჯერზე. იმიტომ რომ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ არჩევნები სამართლიანად და ობიექტურად, მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს”, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ