“ზურაბიშვილმა ღიად უნდა დააფიქსიროს, რომელ გზას ირჩევს” – ელენე ხოშტარია

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს “ტვ პირველის” ეთერიდან მიმართავს და მოუწოდებს, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ბრძოლის რომელ გზას ირჩევს.
“მე ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან მქონდა კომუნიკაცია, პრეზიდენტთანაც, მაგრამ ჩემი აზრით, ამ თემაზე ჩვენმა გაუთავებელმა კამათმა დიდი დაბნეულობა გამოიწვია ხალხში. შესაბამისად, მე გადავწყვიტე, რომ თუ არ არის რესურსი ოთახებში მოლაპარაკების, მე სიცხადე შემომაქვს და ხალხს ვეუბნები, რომ არ თანამშრომლობაა გზა. ჩვენი გზა არის არ თანამშრომლობა, არ აღიარება, არ შეგუება… ჩართულია და დიდი ძალისხმევა გაწია, რომ ერთობა შედგეს. მე მის გულწრფელობაში ბრძოლის მიმართ დარწმუნებული ვარ. პრინციპულად ებრძვის ის რუსულ რეჟიმს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილმა ღიად, საჯაროდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომელ გზას ირჩევს ის – თ ბრძოლის გზას, რაც მე აბსურდად მიმაჩნია, თუ გაერთიანებას არ თანამშრომლობის გარშემო. მე დღემდე ველოდები მის პოზიციას.”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი