ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტატუსის მინიჭების დროს მხარდაჭერისათვის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა სტატუსის მინიჭების პროცესში მხარდაჭერისათვის. ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
“მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის”, – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა მათი შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც 40 წამი გრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში გამოელაპარაკა სამიტის კიდევ ერთ მონაწილეს, უკრაინის პრეზიდენტ საც.
საქართველოს პრეზიდენტი, მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილეა. მას არ მიუმართავს მთავრობისთვის ამ ვიზიტის განსახორციელებლად თანხმობის მისაღებად.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.
2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის