საქართველოს მეხუთე პრეიზდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან “ისტერიული რეპრესიები” გრძელდება და დაამატა, რომ “რუსული მოდელი” საქართველოს პოლიტიკური ყოველდღიურობის ყველა ასპექტში ვრცელდება.
ზურაბიშვილი ასევე უცხოური მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხო, რომლის მიხედვითაც, 6 ოქტომბერს საქართველოში სანქცირებულმა რუსულმა კომპანიამ, “რუსნეფმა” ნავთობი შემოიტანა.
მისი თქმით, აღნიშნული მეთოდით საქართველოს მთავრობა რუსეთს საშუალებას აძლევს, სანქციებს გვერდი აუაროს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბოლოს დასძინა, რომ პროტესტი გრძელდება და 26 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებამ ეს კიდევ ერთხელ უნდა გამოხატოს.
“ხელისუფლების მხრიდან დამძიმდა ისტერიული რეპრესიები, მშვიდობიანი საზოგადოების წინააღმდეგ. რეჟიმი ეცადა, რომ საზოგადეობა არამშვიდობიან სცენარებზე გადაეყვანა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდათ. ყველა ფორმით: უდანაშაულო ადამიანების დაჭერებით, დაჯარიმებით, დაშინებით, ცდილობენ, რომ პროტესტი, რომელიც გრძელდება, ჩაახშონ.
გრძელდება რეპრესიები და კიდევ ახალი რუსული კანონები. რუსული მოდელი ყველაფერში ვრცელდება. ჩვენ ვხედავთ და ველოდებით, რომ მიღებული იქნება ის კანონი, რომლიც აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და ასევე პარტიების წევრების პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი ამ რეპრესიების. რუსული სცენარის განვითარება კი, რომელიც ბოლო 1 წლის მანძილზე ვიხილეთ, ოღონდ უფრო ჩქარ ტემპში მოხდა, ვიდრე ეს თავის დროზე რუსეთში იყო.
საქართველო შედის რუსეთის სირცეში, რამეთუ აქ შემოდის სანქცირებული გემები, რომლებსაც შემოაქვთ სანქცირებული ნავთობი. ჩვენ ვართ უკვე გზა იმისთვის, რომ რუსეთმა სანქციებს გზა აუაროს. ამით საქართველო ხდება ერთგვარი ნაცრისფერი კრიმინალური ზნდა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ეს არის ის შავ-ფერადი ნაწილი იმის, თუ რაც ხდება 26 ოქტობრის შემდგომ. მაგრამ ამ 1 წლის მანძილზე, რეალურად, ამ რეჟიმმა ვერაფერს მიაღწია. ვერ მიაღწია იმას, რომ გაერღვია აერთაშორისო იზოლაცია. საქართველოს მოსახლეობა აღიარებულია და ჩვენი პარტნიორები ეძებენ გზებს და ცვილობენ, თუ როგორ შეიძლება, რომ სწორედ მოსახლეობასთან არ შეწყდეს კავშირები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში შეიქმნა და მხოლოდ რეჟიმი დაისაჯოს.
რეჟიმმა საზოგადოების პროტესტი ვერ ჩაახშო. ჟურნალისტების მიმართაც დაკავებები, სრულიად წარმოუდგენელია, რადგანაც ისინი თავიანთი საქმიენობის გამო არიან დაჭერილი. მაგრამ მთავრობამ მაინც ვერაფერს მიაღწია. ისინი ქვეყანას ვეღარ მართავენ, ეს ქვეყანა არ არის მართული. ეს რეჟიმი არის რეპრესიული, მაგრამ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას.
რაც მთავარია, დღეს ჩვენ ვართ მოწმე მისი კლასიკური ფორმით, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწურება. ეს არის შიდა დაპირისპირება, შიდა კრიმინალური გარჩევები, ხან სროლით, ხან ციხის დამუქრებით. ფაქტია, რომ სრული უნდობლობა დაეუფლა “ქართულ ოცნებას”. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ შიში, რომელიც გავრცელებულია იმ ადამიანთა რიგებში, რომლებიც იყვნენ ამ ტენდერებში და სხვადასხვა გარიგებებში და ეს “ოცნების” დიდი ნაწილია. არანაირი ნდობა, რომელიც ამ ე.წ. გუნდის საფუძველი იყო, აღარ არსებობს. ეს არის ის ბოლო ეტაპი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება კიდევ ცოტახანი გაგრეძელდეს, მაგრამ ჩვენგან საჭიროა გამძლეობა, სოლიდარობა რეპრესიების ფონზე.
26 ოქტომბერი დადგება და იქ ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთად, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ პროტესტი არ ქრება, სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.




