ზურაბიშვილი: 1-ლი აგვისტო ისტორიაში ჩაიწერება, როგორც გზაგასაყარი, ყველას ლუსტრაცია იქნება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლოს ეხმიანება, რომელიც პირველ აგვისტოს გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, პირველი აგვისტო – “საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც გზაგასაყარი – იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველი აგვისტოს შემდეგ”.
ის აღნიშნავს, რომ ეს დღე “ყველას ეხება და ყველას ლუსტრაცია იქნება”.
“1 აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქმება ყველა ვინც მონაწილეობას ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ერთი კონკრეტული მოსამართლედან დაწყებული ( რა ფულმა უნდა სახელის ესოდენ დისკრედიტაცია ჩამორეცხოს), ერთი ლოყა გალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა), და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, ებით ….
ისტორია უმკაცრესი რამაა, უკდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია !
კერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რანე შერჩენილ ადამიამობის გაღვიძებისა ( ქრისტიანები თუ ვართ სალვე და პავლე მაინც გვახსოვდეს უნდა), მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს.
ეზ დღე ყველას ეხება და ყველასი ლუსტრაცია იქნება: ან სამართალის მხარეს ხარ, ან შეკერილი მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის. აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის: მზიას ნაცების მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ! და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის ( თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავ და გესმის რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუ ხარ და ყველაფერზე აწი დახუჭავ თვალს, სანამ შენ არ შეგეხებიან … უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!
აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართალისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.