ზურაბიშვილი წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს სააკაშვილი?! – ვაშაძე

წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს ?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისთვის ასევე საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია საარჩევნო წელს მმართველ პარტიასთან დაკავშირებით.
„უმნიშვნელოვანესი წელია საქართველოსთვის. ეს არის წელი, როცა ქართველი ხალხი აირჩევს გზას, მივდივართ ეკონომიკური განვითარებისკენ და დასაქმებისკენ, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციისკენ, თუ მეტი უმუშევრობისკენ, მეტი კლანური და ივანიშვილის მმართველობისკენ, მეტი ჭაობისკენ, მეტად რუსეთისკენ. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინო პრეზიდენტს, როგორ ხედავს თავის როლს ამ მნიშვნელოვან წელს. ბოლო წელია მისი პრეზიდენტობის და მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების, გარემოს კუთხით, როგორ ხედავს და აფასებს მმართველი გუნდის პერსპექტივას, რომელსაც არ უნდა 9 პუნქტის შესრულება და ევროკავშირი, არაფერს აკეთებს დასაქმებისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინო მისგან, წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და აპირებს თუ არა გაათავისუფლოს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისგან?!” – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან