ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატს: საჭიროა სანქციები, დაიცავით ღირებულებები, რომელსაც ხელს უწყობდით

პრეზიდენტი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოვიდა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ყოველდღე ნაბიჯ-ნაბიჯ იშლება დემოკრატია. მან ისაუბრა ქართული ოცნების მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებზე, რომლებიც მედიას, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.

ასევე, ის შეეხო ს გავლენებს საქართველოში და ოლიგარქის მიერ მიტაცებულ ინსტიტუტებს, მათ შორის სასამართლოს.
“დღეს თქვენთვის ჩამოვიტანე გაფრთხილება და მოწოდება ქმედებებისკენ. საქართველოს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს ახლა. არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით. არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვხედავთ როგორ შლიან ჩვენ თვალწინ ჩვენს დემოკრატიას. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ ძალადობას, მათ აკავებენ, ოპოზიციურ პარტიებს ემუქრება აკრძალვა და დაშლა. ათასობით ევროს ეკვივალენტი ჯარიმები იწერება მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე ორგანიზაციებისთვის, მედიებისთვის. მიიღეს უცხოური აგენტის კანონი, რომელიც არის ასლი რუსული კანონისა, რომელიც გამოყენებულია მედიის რეპრესირებისთვის.
ჩვენს ინსტიტუტებს ფუნქციონირება აღარ შეეძლებათ, მართლმსაჯულება მმართველი პარტიის რეპრესიული ინსტრუმენტი. ერთი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც კი არ მიღებულა სასამართლოში ბოლო თვეების განმავლობაში.
ჩვენ ვხედავთ როგორ ჩნდება ერთპარტიული მმართველობა, რომლის უკანაც დგას ერთია ადამიანი, რომელიც ხელშეუხებელია და რუსული ავტოკრატიული მმართველობის აჩრდილია და საფრთხეა ევროპული დემოკრატიისთვის. ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთის აჩრდილი. ამაზე ევროპული პასუხი იყო ზედმეტად ხმადაბალი და ჩუმი. გარკვეული დროის წინ საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი, დღეს კი იგივე ქვეყანა ნელ-ნელა ჩათრეულია რუსულ ორბიტაზე და ევროპული პასუხი არსებულ რეალობას არ შეესაბამება. ეს არ არის მხოლოდ ქართული კრიზისი, ეს არის გამოწვევა ევროპისთვის, ლიბერალური დემოკრატიისთვის საქართველოში და ასევე, ევროპაშიც” – თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, თუ საქართველო ავტორიტარიზმში ჩაეფლობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის პოზიციებს ამ რეგიონში. პრეზიდენტის შეფასებით, ეს ასევე მიაყენებს ზიანს ევროპის რეპუტაციას მსოფლიოში.