საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით.
ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით, წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა, ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდით გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი: დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები”, – თქვა პრეზიდენტმა.
