ზურაბიშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ევროპულ გზაზე დაბრუნებაა

ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ევროპულ გზაზე დაბრუნებაა. ეს არის ის, რასაც ხალხი ქუჩაში ყოველდღე ითხოვს, უკვე თითქმის 60 დღეა. რადგან ეს მხოლოდ ს მოპარვა არ იყო. ეს იყო ისიც, რომ მოსახლეობის მანდატის არმქონე პრემიერმინისტრი და პარლამენტი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ ევროპისკენ მიმავალ გზას შევაჩერებდით.
იყო ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და ჩვენ უკვე ვგრძნობთ ამ ელიტის ნერვიულობას სანქციების გამო, რადგან ამერიკული სანქციები არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგრამ არსებობს რეალური პრობლემა ევროკავშირისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია ჰქონდეს რეალური საგარეო პოლიტიკა მსოფლიოს იმ ნაწილში – კავკასიაში, სადაც ასევე არის სომხეთი, რომელიც ელოდება ევროპისკენ შემობრუნებას. თუ ევროკავშირს არ აქვს ინსტრუმენტები, ან თუ მისი ინსტრუმენტები დაბლოკილია ერთი ვეტოთი, მაშინ ის ვერ გახდება ნამდვილი მოთამაშე.