საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების ახალი ტალღა მისი სისუსტის ნიშანია.
მან ისაუბრა საჩივრებზეც, რომლებიც ივანიშვილის პარტიამ ფორმულასა და TV პირველში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეიტანა და ეს ნაბიჯები საზოგადოების შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.
“დღეს რეპრესიები რომ გრძელდება და ახალი ტალღა რომ იწყება, ესეც ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია. ის, რაც დღეს მედიის წინააღმდეგ იწყება, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლდეს ყველი სიტყვა და აიკრძალოს სიტყვები – ეს არის ახალი მცდელობა კიდევ უფრო შეიზღუდოს საზოგადოება.
ამ დროს ეს საზოგადოება დგას, იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტს ვერ მოერევიან. ამ ხელისუფლების ერთადერთი ბერკეტი ისაა, რომ საზოგადოებაში რაღაც გაუგებრობები, იმედგაცრუება, გახლეჩა შეიტანოს. ამ ყველაფერს ჩვენ ერთად უნდა შევებრძოლოთ. ჩვენ მხნედ უნდა ვიდგეთ და ეს ბრძოლა ბოლომდე გავაგრძელებთ და ეს ბოლო უკვე მოჩანს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
