“ურბილესი კანონია… სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და “ქართულ ოცნებას” რუსულ კანონთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებს.
“საქართველოში ახლა დემონსტრაციები მიდის და იქ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ურბილესია”, – ამბობს ის.
აქვე, ლავროვი “ქართული ოცნების” პროპაგანდას, რომლითაც კანონის მიღებას ამართლებს, სიტყვასიტყვით იმეორებს და რუსულ კანონს ასე ახასიათებს:
აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში გათვალისწინებულია ჯარიმები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ შენ მიიღე ფული, ამის შესახებ არაფერს ამბობ და რაღაცა ცუდს აკეთებ. საქართველოში კი უბრალოდ დაფინანსების 20%-ზე მეტს თუ უცხოეთიდან იღებს ორგანიზაცია, ამის შესახებ დეკლარაცია უნდა შეავსოს, – ამბობს ლავროვი.