ინდივიდუალური სანქციები ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ შემოიღო, ვინაიდან ევროკავშირს, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებზე სანქციები მუშაობს. საქართველო არ არის ირანი, საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო არ არის ჩინეთი, ასე რომ გარე კონტაქტები სჭირდება. ბიზნესმენებს, თუნდაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებულებს, სჭირდებათ გარე კონტაქტები. ასე რომ, ეს მტკივნეულია, მტკივნეულია მათთვის. ეს მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის და სწორედ ეს არის სანქციების მიზანი – არა რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა, არამედ ბზარების გაჩენას შეეცადოს.
