ზურაბიშვილი: საქართველოს მთავრობამ ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები და სად მტრები

პრეზიდენტი, -სგან საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნების ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ხვდება, სად არიან მისი მეგობრები და სად მტრები.
“ეს საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელია. შეიძლება, ისეთივე დონის დამაზიანებელი იყოს, როგორც ჩვენი ევროპული გზისთვის რუსული კანონია. ეს ასეთივე დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ყველაფერი, რაც აქამდე ამ დახმარებით ჩვენი ჯარისთვის შენდებოდა, უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები – და რა უნდა გაკეთდეს და სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. საქართველოს მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც მაშინ, როცა ჩვენი პარტნიორების გარეშე დავრჩებით და არცერთი რესურსი არ გვექნება, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ იმისთვის, რომ ქვეყანა დაცული იყოს”. – თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო – ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა.
“შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატები საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს ღირსეული პარტნიორის წვრთნებს, რომელიც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო.” – წერია პენტაგონის განცხადებაში.