საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, შვეიცარიაში, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე”. – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.