საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნათქვამს, რომ მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი განაცხადა, უპასუხა და განმარტა, რომ უარი არ უთქვამს და თუკი ვინმეს არ იწყალებს, ამაზე კომენტარებს არ აკეთებს.
“უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ და ეს არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენებაში. არა მხოლოდ მან, ასევე შევარდნაძემ, ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე აღინიშნა რამდენიმე დღის წინ, უდიდესი როლი ითამაშა. ყველას ახსოვს, რომ ის იყო პირველი, ვინც თქვა: “მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი”.
ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, შემდგომ ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას”. – თქვა ზურაბიშვილმა.
რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტთან ინტერვიუ 12 დეკემბერს, პრაღის სათაო ოფისში ჩაწერა.