ზურაბიშვილი რუსულ კანონს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში პირველად საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომელიც რუსული კანონის მოქმედების შეჩერებასა და მის საბოლოო გაუქმებას მოითხოვს.
სარჩელის მიხედვით, კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ლახავს.
ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები, პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებასა და მის საბოლოო გაუქმებას“. – თქვა მსხილაძემ.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შეხვედრის დაწყებამდე პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციოში სარჩელს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით პრეზიდენტიც შეიტანდა.