პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს ჯართან დაკავშირებული კითხვაზე პასუხის გაცემის დროს თქვა, რომ პრემიერმინისტრის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება “არნახული შეურაცხყოფაა ქართველი ჯარის”.
“როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართველი ჯარის. იმიტომ რომ, ეს პრეზიდენტი არის მისი უმაღლესი მთავარსარდალი და მე მინდა, პრემიერის მაგივრად, მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 26 მაისს ჯარის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილზე თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ქვეყანას ღალატობს.