საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმს ესწრება.
ფორუმის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, ბენჯამინ ჰადადს შეხვდა.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, მან ჩეხეთის პრეზიდენტთან და საფრანგეთის ევროპის მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებზე: პოლიტიკური ფიგურების ციხეში ჩასმაზე, დიდი ოდენობით ჯარიმებზე, მასობრივ დაჯარიმებაზე საზოგადოების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ საგარეო კურსსა და პოლიტიკას.
