ზურაბიშვილი: პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გაუქმებას “გონივრულ გადაწყვეტილებას” უწოდებს.
სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას X-ზე განცხადებით ეხმაურება.
“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ითვალისწინებთ ქართული დემოკრატიის იმედებსა და შეშფოთებებს. ეუთო გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. და ახალი არჩევნები!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
Very wise decision of @OSCEPA President @PiaKauma to postpone the visit to Georgia. The Georgian people do appreciate your taking into account the concerns and hopes of Georgian democracy. We need OSCE more than ever! And new elections! https://t.co/LvDdazhflj— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 6, 2025
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა.
“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში”, – დაწერა მან.