ზურაბიშვილი: პატიმრობის 100 დღე – მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ზურაბიშვილის თქმით, მედიაზე ზეწოლის ფონზე ამაღლობელი თავისუფალი პრესის სიმბოლოდ იქცა.
“100 დღე გავიდა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან. ის გახდა პრესის თავისუფლების სიმბოლო რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი დევნის ფონზე,” — წერს პრეზიდენტი X-ზე, ჰეშთეგით #FreeMziaAmaghlobeli.