ზურაბიშვილი პასუხობს კითხვას, ჩაერთვება თუ არა 2024-ის არჩევნებში

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი ევროკავშირის 14-15 დეკემბრის სამიტზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, ეს ქართველ ხალხში „დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს“, რუსეთს კი „უზარმაზარ კმაყოფილებას მოუტანს“.
„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რეი ფარლონგმა ზურაბიშვილს ჰკითხა, რა იქნება, თუ საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს.
„ძალიან ცუდი იქნება… რადგან ეს გამოიწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუებას საზოგადოებაში, უფრო დიდსაც, [ევრო]კომისიის რეკომენდაციის შემდეგ… იმედგაცრუება იქნება უზარმაზარი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება „უზარმაზარ კმაყოფილებას“ მოუტანს მოსკოვს:
„ყველამ ვიცით, რომ იმედგაცრუებას ყველაზე კარგად იყენებს ხალხი, ვინც მანიპულირებს პროპაგანდით, ფეიკ ნიუსებით და ამ ყველაფრით. ისინი დააბრალებენ ევროკავშირს, რომ კიდევ ერთხელ დაივიწყა და იმედი გაუცრუა საქართველოს. ყველა ეს თემა, რა თქმა უნდა, დან წამოვა და რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. რუსეთი იფიქრებს, რომ საქართველო ნაცრისფერ ზონაში რჩება. თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა სრულიად ნაცრისფერ ზონაშია, ჩათვლის, რომ ის მისი სათამაშოა“, – ამბობს ზურაბიშვილი.
2024-ის საპარლამენტო სა და ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, მას მომავალ პოლიტიკურ ნაბიჯებზეც ჰკითხეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აპირებს, ამ პოსტზე თავისი უფლებამოსილების ვადა ამოწუროს. დამაზუსტებელ კითხვას, ჩაერთვება თუ არა რამე ამპლუაში არჩევნებში, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:
„თუ სასწორზე იქნება საქართველოს ევროპული მომავალი, ყველაფერს განვიხილავ“.