საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამი ოპოზიციური პარტიის აკრძლვასთან დაკავშირებით “ოცნების” გადაწყეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, საჭიროა “ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს.”
ზურაბიშვილი წერს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საზოგადოების განადგურების წინაპირობაა.
“ვგმობ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას.
რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში.
დღეს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს საქართველოდან: ეს მიუღებელია!
ოპონენტების ასეთი დევნა, არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს.
სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის”, – წერს ზურაბიშვილი.
· ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა
· კოალიცია ცვლილებისთვის – შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე
· ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის.




