პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ჯარისკაცები, რომლებიც 9 აპრილს მშვიდობიან დემონსტრანტებს გაუსწორდნენ და მოკლეს, რუსები იყვნენ და არა – “უცხო ძალა”.
დღეს რეჟიმის პრემიერმინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც 9 აპრილის ტრაგედიაზე რუსეთს არ ახსენებს და მას “უცხოურ ძალად” მოიხსენიებს. განცხადებები გაავრცელეს ოცნების სხვა წარმომადგენლებმაც. ისინიც კობახიძის მსგავსად, რუსეთს არ ახსენებენ.
“9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა! 9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა! მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! არა რუსულ ომს! არა რუსულ ძალადობას! იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა! დიდება გმირებს! პ.ს. სირცხვილი თქვენ – საქართველოს ე.წ. მთავრობა- : “რუსები” იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ”- წერს ზურაბიშვილი.
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.
