ზურაბიშვილი “ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურს” მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” დანიშნულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეახსენებს იმ ნაბიჯებს, რაც მისი ინაუგურაციის შემდეგ გადადგა. ზურაბიშვილის თქმით, “ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურს” – როგორც თავად უწოდებს ყაველაშვილს – ამ ყველაფერს თანამდებობის ფასად აიძულებენ.
“კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან: როცა ამ თანამდებობის ფასად გაიძულებენ (არ მინდა ვიფიქრო, რომ ამას ნებით და შეგნებით აკეთებდეთ), პირველივე დღიდან რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწეროთ (პრევენციული დაკავება, შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიზება, პოლიციაში დასაქმებისას პროფესიული კრიტერიუმების მოხსნა …), შემდეგ 600-ზე მეტ პატიმრის სხვისი ბრძანებით უშვებდეთ (ამას შეწყალება აღარ ჰქვია და ამნისტია პრეზიდენტის დისკრეცია არაა) და დღეს – ყველაზე სამარცხვინო – წარბის შეუტოკებლად იმ ადამიანებს აჯილდოებთ, ვინც თქვენს შვილების ტოლებს უსწორდებოდნენ და ვისაც სისასტიკე დამსახურებად ჩაეთვალათ”, – წერს ზურაბიშვილი პირად ფეისბუქგვერდზე.
დღეს, მიხეილ ყაველაშვილმა, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრ, ირაკლი სა და “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. მათ შორის, მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილეები – შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე; ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ე.წ. ხარება, რომელიც პროევროპული აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და მისი მოადგილეებს – მილერი ლაგაზაურსა და მირზა კეზევაძეს; ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძეა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძეს.
19 იანვარს, ინაუგურაციიდან 20 დღეში, ცნობილი გახდა, რომ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული შეიწყალა. უცნობია, რა ტიპის დანაშაულებს შეეხო შეწყალება, ან რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა ყაველაშვილმა გადაწყვეტილების მიღებისას. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, რამდენად არის შესაძლებელი 20 დღეში ამდენი პატიმრების საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი არც თავად ყაველაშვილს და არც “ქართულ ოცნებას” არ გაუცია.
29 დეკემბერს, ინაუგურაციის დღესვე, ყაველაშვილმა 28 კანონპროექტს მოაწერა ხელი. მათი დიდი ნაწილი “ქართულმა ოცნებამ” არაღიარებული ს შემდეგ, დაჩქარებული წესით მიიღო. ეს ის კანონპროექტებია, რომელებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევენ. მათ შორის, საჯარო სამსახურის, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები; საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ა.შ.
26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს საზოგადოებს დიდი ნაწილი, მათ შორის ოპოზიცია და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც – საქართველოს პარტნიორები ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა.
სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა გასული წლის დეკემბერში გაუვიდა, განაცხადა, რომ სანამ ქვეყანას ახალი ლეგიტიმური პრეზიდენტი არ ეყოლება, მისი უფლებამოსილება გრძელდება. იმისათვის რომ ახალი პრეზიდენტი იყოს ლეგიტიმური, ის უნდა აირჩიოს ლეგიტიმურმა სახელმწიფო მოხელეებმა, მათ შორის, პარლამენტარებმა. გამომდინარე იქიდან, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არალეგიტიმურად მიიჩნევა მათ მიერ პრეზიდენტად არჩეული ც, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.