ზურაბიშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში კარბაიას დაღუპვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა

“ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა შეხსენებაა იმისა, რომ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა”. – წერს საქართველოს პრეზიდენტი თემურ კარბაიას სიკვდილზე სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter).
The brutal beating by local militia resulting in the death of another Georgian citizen, Teymur Karbaia, in occupied Abkhazia- is a tragic reminder of the blatant violations of elementary Human rights in the territories occupied by Russia. Sad 75th anniversary!— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 10, 2023
“ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა. (ეს ფაქტი) არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების ძირეული უფლებები უხეშად ირღვევა. სამწუხარო 75-ე წლისთავი”. – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
9 დეკემბრის შემდეგ მედიაში ინფორმაცია ვრცელდება ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას დაღუპვის შესახებ. მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სასტიკად სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.