ზურაბიშვილი “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს

ზურაბიშვილი “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს
კონსტიტუციის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომელიც “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად ნულია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას.
აბაშიძის განცხადებით, ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს, თუმცა, მისი დესტრუქციული ქმედებები განეიტრალდება.
“დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტი, შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად “მოითხოვა” უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა. კონსტიტუციის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომელიც “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად 0-ია.
წინასწარი ნიადაგის მომზადებით, არაადეკვატური ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები “გაყალბებულად” გამოაცხადოს. თუმცა, მისი ეს და სხვა მოსალოდნელი დესტრუქცია განეიტრალდება სიმართლითა და კანონმდებლობით.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს