ზურაბიშვილი მუსელიანცზე: ეს სამართლიანობა არ არის – ეს რეპრესიაა

მოსამართლე გიორგი არევაძემ აქტივის არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ეს მე-14 აქტივისტია, რომელიც 2024 წლის ნოემბრის პროევროპული საპროტესტო აქციების შემდეგ დააპატიმრეს. მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ. ეს სამართლიანობა არ არის – ეს რეპრესიაა.