მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებში, მათ შორის, კიევში, სადაც შეტევა ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს.
წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 8 ივლისს, რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე. ამ დრომდე, რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.