ზურაბიშვილი: მზადდება ბევრად უფრო საფრთხის მომცველი თემა პროპაგანდის, რაც არის ნეიტრალიტეტი

დღეს წინ არის წამოწეული პროპაგანდის თემა, რომ [ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი] ჩვენ კი არა, თვითონ ევროპამ თქვა. იგივე მეორე ფრონტი, ძველ პროპაგანდას ატრიალებენ ახლიდან. რეალურად მზადდება ბევრად უფრო საფრთხის მომცველი თემა პროპაგანდის, რომელიც არის ნეიტრალიტეტი – ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი მთავარი საბრძოლველი, იმიტომ, რომ ამაზე იქნება აგებული ყველაფერი. ეს იქნება მათი მთავარი ბრძოლის თემა აწი და ესეც არის მოსკოვიდან ნაკარნახევი…
საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო ნეიტრალური სახელმწიფო, მაგრამ შემოვიდა ს ჯარები და დაიპყრეს საქართველო, ეს არის ნეიტრალიტეტი, როცა შენ ხარ ასეთი იმპერიის გვერდით, რომელიც არცერთ თავის დაპირებას არ ასრულებს და დაინტერესებულია მხოლოდ თავისი ტერიტორიული ექსპანსიით. ამ თემაზე უნდა ვიყოთ სრულიად მობილიზებული იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, ისტორიკოსები თუ საზოგადოება.