ზურაბიშვილი: მადლობა მზია ამაღლობელს, რომ გამოაჩინა ქართველი ქალის გამძლეობა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ბათუმში, ბათუმელების ჟურნალისტ ეთერ თურაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადლობას უხდის მზია ამაღლობელს გამოჩნეილი გამძლეობის გამო, როგორც საქართველოში, ისე ფარგლებს გარეთ.
“მინდა ვთქვა, რომ ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის, ის, რომ სამწუხაროდ, ვერ მივალ მასთან [მზია ამაღლობელთან], ვერ ვესტუმრები, მაგრამ მინდა გადავცე თქვენი სახელითა და ზოგადად, საზოგადოების სახელით ღრმა პატივისცემა, რაც დღეს ქვეყანაში მის მიმართ არსებობს, მისი მხნეობის მიმართ და ჩვენი, ყველას სოლიდარობა მას, ამ ძალიან რთულ მომენტში და მადლობას მას.
ვიღაცები, რომ მადლობას მეუბნებიან, არ არის სწორი, რადგან ჩვენ ერთ ბრძოლაში ვართ და ყველა სხვადასხვა ფორმით ბრძოლაში ერთვება, მაგრამ მადლობა [მზია ამაღლობელს] იმისთვის, რომ გამოაჩინა არა მხოლოდ, ჩვენს საზოგადოებაში, არა მედ, საზღვარგარეთაც გამოაჩინა ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა ამ ძალიან რთულ პერიოდში”, – თქვა ზურაბიშვილმა.