ზურაბიშვილი: კანდიდატის სტატუსზე უარი იქნება საქართველოს მარცხი და რუსეთის გამარჯვება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ თუ საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება „საქართველოს მარცხი და ს გამარჯვება“. ევროკავშირის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ზურაბიშვილის თქმით, უარი საქართველოს მოსახლეობაში გამოიწვევს „უზარმაზარ“ იმედგაცრუებას, რუსეთის მმართველებში კი – ასეთსავე კმაყოფილებას. „რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველო რუხ ზონაში რჩება“, თქვა მან და აღნიშნა, რომ კრემლისთვის ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია „საქართველოსთან თამაში“.
ევროკავშირის გაფართოების საკითხს ბლოკის სამიტზე 14-15 დეკემბერს განიხილავენ. სამიტის შედეგებით, საქართველოს შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, რაც მას არ მისცეს შარშან. სამიტზე ასევე შეიძლება გადაწყდეს სთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.
2023 წლის ოქტომბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც პრორუსულ პოზიციაში სდებენ ბრალს, შეეცადა პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ბრალი დასდო, რომ ის ცდილობს, „მოკლას დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი“.
2023 წლის 9 დეკემბერს თბილისში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი, მრავალათასიანი მარში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება