ზურაბიშვილი იმდენად არის ვეტოს დადებას მიჩვეული, ამის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ემსახურება არჩევნების მაღალი, დემოკრატიული ხარისხით, გამჭვირვალედ ჩატარებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.
„ზურაბიშვილი იმდენად არის ვეტოს დადებას მიჩვეული, ამის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია. ეს უფრო კაპრიზს ჰგავს, ვიდრე რაიმე სახის სამართლებრივ ნაბიჯს, რა თქმა უნდა განვიხილავთ ამ ვეტოს და ის დაიძლევა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი აბათილებს მათივე ნათქვამს -თითქოს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას