ზურაბიშვილი ივანიშვილზე: არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს ს ფრანგული Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ის ს შესახებ დასმულ კითხვებსაც პასუხობს. ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილმა ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დაჩქარებაში, შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა.
“მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც მ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე”. – უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის ევროკავშირის დადებით რეკომენდაციაში ივანიშვილის როლი.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე “სწორედ მისი წყალობით მოხვედით ხელისუფლებაში… რაში გდებთ ბრალს?” უპასუხა, რომ ალბათ იმაში, რომ მისგან დამოუკიდებელია.
“დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ქართული ოცნების წევრი მმართველები”. – თქვა ზურაბიშვილმა.