ზურაბიშვილი ელჩებს: ვიხილეთ ძალადობა ჩვენს პარტნიორებზეც და მინდა დავაფიქსირო ჩემი ბოდიში

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩემს შეხვდა. შეხვედრის დროს მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა იმ თავდასხმების გამო, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მიმართ ხორციელდება.
“ვიხილეთ ძალადობა ჩვენს პარტნიორებზეც და მინდა დავაფიქსირო ჩემი ბოდიში იმ სიტყვების გამო, რომლებიც გამოყენებული იყო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც 33 წელია ეხმარებიან საქართველოს განვითარებაში. სახელმწიფო უწყებები, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, კულტურული ინფრასტრუქტურა, რომელიც იცავს საქართველოს იდენტობას – ყველა პროგრამა თქვენი ქვეყნებიდან, თქვენი ქვეყნების არასამთავრობოების მხრიდან ,ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ეს ისაა, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან. და მსურს მათი სახელით მადლობა გადაგიხადოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ს გამოსვლას 29 აპრილის კონტრაქციაზე პროვოკაციული უწოდა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ პერიოდში ევროპის ქვეყნებიდან მაღალი დონის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს.
“ვფიქრობ, პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, იქნება გადამწყვეტი, იქნება მესამე მოსმენა, ის თუ როგორ შეირჩა დღეები ესეც არის ცოტათი პროვოკაციული. ბატონი ივანიშვილის სიტყვა იყო ძალიან პროვოკაციული როგორც თქვენ მიმართ, ისე ქართველი ხალხის მიმართ. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ვიმყოფებით დაძაბულ სიტუაციაში. ასე რომ ჩემი თხოვნა თქვენ მიმართ იყოს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში”.