ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას და ნატალი ლუაზოს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. აუდიენციის შესახებ მოგვიანებით დაწერა თავად სალომე ზურაბიშვილმაც:
“შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, რათა განგვეხილა სიტუაცია და გაზრდილი რეპრესიები საქართველოში. ისინი, ვინც ს დავალებებს ასრულებენ, პასუხი უნდა აგონ. მადლობას ვუხდი ლიეტუვას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი სთვის, ჩვენი ბრძოლის მხარდაჭერისთვის”– წერს პრეზიდენტი X-ზე.
ზურაბიშვილმა უკვე გამართა აუდიენცია ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოსთან.
“მიუნხენში, ამერიკის ვიცეპრეზიდენტის სკანდალური გამოსვლის შემდეგ, სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტის ნახვა. სალომე ზურაბიშვილი ლიდერია, რომელსაც ევროპის სჯერა, იცის, საიდან მომდინარეობს საფრთხე და ვინ ესხმის თავს ჩვენს დემოკრატიას”, – წერს ნატალი ლუაზო X-ზე.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი შევხდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, შეხვდა ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს. შეხვედრა შედგა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთანაც

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..