ზურაბიშვილი გერმანიაში ევროპის ლიდერებსა და აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრებს გამართავს

14 თებერვალს, პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ზურაბიშვილი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს ევროპის ლიდერებსა და -ს დელეგაციასთან გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,ს ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.
ასევე, პრეზიდენტი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.