პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ მომზადებულ ქართულ ქარტიას ბრიუსელში პარტნიორებს წარუდგენს. ამაზე პრეზიდენტი X-ზე წერს.
“ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს წარვუდგენ ქართულ ქარტიას და ახალ პოლიტიკურ მოდელს, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დაიწყოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე.
მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზადაა, გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპით შევიდეს ევროპაში”- წერს ზურაბიშვილი.
I will present #GeorgianCharter and the new political model to our partners in Brussels to restore the EU accession process and open negotiations as soon as possible.
I believe the Georgian people are ready to take a new step and enter Europe at an accelerated pace! pic.twitter.com/fhXDuy6EtV— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 27, 2024
პარტია გირჩმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ქარტიას მათი ხელმოწერა არ ექნება. ასევე, გიორგი გახარიას პარტია მოქალაქეებში ამბობენ, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციის შემდეგ გადაწყვეტენ, მოაწერენ თუ არა დოკუმენტს ხელს.