ზურაბიშვილი: ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვიდან ვიწყებ

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს და პირველი ქვეყანა, სადაც მიემგზავრება, ლიეტუვაა.
ამის შესახებ ის X-ზე წერს.
“ბალტიის ქვეყნებში ჩემს ვიზიტს ვიწყებ ლიეტუვიდან – ქვეყანა, რომელიც მუდამ ედგა საქართველოს გვერდში ჩვენს ევროპულ გზაზე. მადლიერნი ვართ თქვენი მხარდაჭერისა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი სათვის ჩვენი ბრძოლისადმი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.