ზურაბიშვილი: ახალი არჩევნებისთვის საბჭო უნდა შეიქმნას

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში, ახალი არჩევნების შესაძლო დანიშვნამდე, უნდა შეიქმნას საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაც სწორედ ეს იქნება.
„შეიქმნება საბჭო, რათა ეს პერიოდი ვმართოთ. ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი — ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ, ხვალ იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა მინიმალურ პირობას, რომ ძალიან მალე ჩატარდეს. შემდგომ, იქნება მუშაობა იმისთვის რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ და მოვამზადოთ . ალბათ, ახალი ძალები გამოჩნდებიან და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, — ამბობს იგი.