ზურაბიშვილი -ს სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს – გამოცემა The Hill

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი -ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ზურაბიშვილი გასული წლის დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტის ს წყალობით რესტავრირებული პარიზის წმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნით ღონისძიებაზე დონალდ ტრამპს შეხვდა და საქართველოზე ესაუბრა.
„მისი [ზურაბიშვილის] გზავნილი არის ის, რომ აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს“, – წერს The Hill-ი.
გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და ქვეყნის 20% ოკუპაციას დღემდე ახდენს. გარდა ამისა, მოსკოვს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის წახალისებაში სდებენ ბრალს.
„მქონდა შესაძლებლობა მეთქვა მისთვის [ტრამპისთვის], რომ ეს არის სტრატეგიული რეგიონი, რომელიც არ შეიძლება დაივიწყოს შეერთებულმა შტატებმა“, – ციტირებს გამოცემა ზურაბიშვილს.
როგორც The Hill-ი იუწყება, გასულ კვირას ზურაბიშვილი აშშ-ში ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტს შეხვდა. „მათ არ უნდა დაუშვან ს ლიდერობა რეგიონში. ეს უნდა გვესმოდეს“, – თქვა ზურაბიშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ თუ ამერიკა რეგიონში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერთვება, ის რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი