შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა, რომ ქართველი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპისკენ მიისწრაფვის, დემოკრატიის მხარდამჭერია და დასძინა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიისთვის “მნიშვნელოვანი ტესტი” იქნება.
“საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
ანდჟეი დუდამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი სწორედ ევროკავშირშია.
ამას გარდა, პრეზიდენტებმა შეხვედრაზე უკრაინაში განვითარებული მოვლენები და კიევის მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.