ზურაბიშვილის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება – თავს და ბოლოს ვერ გაუგებ

ზურაბიშვილის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება – თავს და ბოლოს ვერ გაუგებ
„ზურაბიშვილის არასრულფასოვანი გამოსვლა მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ნაციონალურ მოძრაობასა და მის ფილიალებში,” – ასე აფასებს ექს-პრეზიდენტის ს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმას, რაზეც ზურაბიშვილი საუბრობს, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
„ზურაბიშვილს რაც შეეხება, ძალიან რთულია სერიოზული განცხადებების გაკეთება. ამ ქალის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება – თავს და ბოლოს ვერ გაუგებ, ლოგიკას ვერ ჩასწვდები და ქართულს ვერ მიხვდები. რაზეც ის საუბრობს, იმას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
მე როგორ შევძლო ზურაბიშვილის განცხადების განმარტება, როცა თავად ნაცმოძრაობასა და მის ფილიალებში ვერ იგებენ მის ნათქვამს. ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი გამოდის და მოსწონს, მეორეს – არა, მესამე ნეიტრალურ პოზიციაზეა და ა.შ .
თავად ზურაბიშვილის ეს არასრულფასოვანი გამოსვლა მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ნაციონალურ მოძრაობასა და მის ფილიალებში. მდგომარეობა კი, ძალიან რთულია, იმიტომ, რომ რესურსი არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ათასობით მხარდამჭერი და ასი ათასობით ამომრჩეველი ჰყავთ, რაც 2024 წლის აღჩევნებმაც დაადასტურა, რევოლუციის რესურსი არ აქვთ – არეულობას მხარს არავინ უჭერს. მათივე ამომრჩევლის მინიმუმ 90 % ამ რევოლუციურ პროცესს ემიჯნება,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში ოპოზიციას არც მონაწილეობა აწყობს და არც ბოიკოტი. ორივე შემთხვევაში მხოლოდ ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი იხარჯება, რაც სინამდვილეში პროტესტს უნდა მოხმარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას