ზურაბიშვილის ქარტია რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა

ზურაბიშვილის ქარტია რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა
სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე. ბოჟაძის თქმით, ცდილობს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, სინამდვილეში კი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ძალაუფლებას სრულად აიღებს ხელში .
„სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა.
რუსეთის რეზიდენტი, როგორც მის მიერვე შეწყალებული გვარამია ეძახდა, ცდილობს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს: თითქოს 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ოპოზიცია, ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმი კი არ დაბრუნდება, არამედ კოალიცია (იგულისხმება ვითომ დაშლილი და გაშლილი ნაცმოძრაობა), მის მიერ წარდგენილი მთავრობა გაატარებს რეფორმებს და 2025 წელს რიგგარეშე საპარლამენტო ჩატარდება, ეს ყველაფერი თითქოს.
სინამდვილეში კი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ძალაუფლებას სრულად აიღებს ხელში : -ში დააბრუნებს მერაბიშვილს და სისტემიდან გაუშვებს ყველა ღირსეულ პოლიციელს, გააუქმებს სუს-ს, სასამართლო სისტემას სრულად დაუქვემდებარებს ადეიშვილის პროკურატურას, ციხეებში დააბრუნებს პატიმრების გაუპატიურებას და წამებით სიკვდილს, სპეცრაზმით დაარბევს ყველა მიუღებელ ტელევიზიას და მიწასთან გაასწორებს თავისუფალ მედიას, კეზერაშვილი კვლავ გააკონტროლებს, ჩამოართმევს და გააკოტრებს ბიზნესს, საქართველო დაკარგავს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას, რეალურ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
დაველოდოთ რომელი პარტიები მოაწერენ ხელს ,,რეზიდენტის ქარტიას”, რომელი ენჯეოები, მედიები დაუჭერენ მხარს და სურათი კიდევ უფრო ნათელი გახდება. ,,ქართული ოცნება” დაიცავს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, დაიცავს მამულს, ენას და სარწმუნოებას, დაიცავს ჩვენს ოჯახებს და შვილებს, გავაგრძელებთ ღირსებით სვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, დანარჩენს ისე როგორ 2012 წლიდან გადაწყვეტს მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024“, – წერს ბოჟაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს