“ზურაბიშვილის მიწვევით ამბობენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია ფარატინაა”

ზოგადად, მისი [] მოგზაურობა ევროპაში არის ბუკეტი კონსტიტუციის დარღვევისა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის, სამაგალითო შემთხვევაა, რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც მაგალითების, იმის თუ როგორ უდიერად ექცევა ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი თანამდებობა, საკუთარ ქვეყანას.

რას ვიგებთ ამ ვიზიტის ფარგლებში, ის დადგენილად არღვევს კონსტიტუციას, რადგან არ აქვს მთავრობის თანხმობა. მეორე – ის ჩვენი მეგობრები, რომლებიც ეპატიჟებიან, აჩვენებენ, რომ არ საერთოდ სცემენ პატივს ქართველ ხალხს და მის კონსტიტუციას. როცა საუბარია, ევროპიდანაც გვესმის, რომ ქართველი ხალხი უყვართ და მხარს უჭერენ, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა? – ქართველი ხალხის კონსტიტუციას არღვევინებ ადამიანს და ხარ ამის თანამონაწილე? ჩვენ ამ ხალხთან ერთად წავედით ომში, ავღანეთში ერთად ვისხედით სანგრებში და ეს არის პასუხი? ჩვენი გაღებული სისხლის ფასად გვეუბნებიან ეს ქვეყნები და მათი ხელისუფლება, რომ ჩვენი კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია მათთვის.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.