“ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარების გაგრძელება, ივანიშვილის დასანქცირება, ლიდერების ვიზიტი, ახალი არჩევნების მოთხოვნა” – “საქართველოს მეგობრების” ქსელმა პირველი შეხვედრა გამართა

“ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარების გაგრძელება, ივანიშვილის დასანქცირება, ლიდერების ვიზიტი, ახალი არჩევნების მოთხოვნა” – “საქართველოს მეგობრების” ქსელმა პირველი შეხვედრა გამართა
“საქართველოს მეგობრების” ქსელმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით, პირველი შეხვედრა გამართა.
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ქართველი ხალხის დახმარებისთვის, მათ შეიმუშავეს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა შეასრულონ.
მათი თქმით, არ უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნების ცნობა, უნდა გაგრძელდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარება 29 დეკემბრის შემდეგაც, გადაიდგას ნაბიჯები თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩასატარებლად, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში დემოკრატიის დამრღვევებს და სახელმწიფო ლიდერები, ახალი არჩევნების მოთხოვნით, საქართველოში ვიზიტით უნდა ჩავიდნენ.
იუკნევიჩიენეს თანახმად, “საქართველოს მეგობრების” ქსელი არის ევროპიდან და -დან დეპუტატებისა და ექსპერტების კოალიცია, რომლის მიზანია, დაეხმაროს ქართველებს დემოკრატიული ხმის და ევროპული გზის აღდგენაში.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…