„ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით საქართველოს პარლამენტმა ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინა“, ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პარლამენტის მიერ, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.